დღეში 2 ათასი ტურისტი თმის გადანერგვისთვის ჩამოდის.

ბოლო პერიოდში თურქეთმა მნიშვნელოვანი ნაბიჯები გადადგა ჯანდაცვის ტურიზმის განვითარებაში. თმის გადანერგვის და ესთეტიკური ოპერაციების რაოდენობა დღითი დღე მატულობს. დღეში 2 ათასამდე ტურისტი თმის გადანერგვისთვის და ესთეტიური ოპერაციებისთვის სტუმრობს თურქეთს.

ამ ბოლო დროს ევროპელებმა განსაკუთრებით დიდი ინტერესი გამოავლინეს. თურქეთში თმის გადანერგვის პროცედურის დანერგვის დღიდან არაბული ქვეყნებიდან იგრძნობოდა პაციენტების ინტენსიური შემოდინება. ეხლა კი შეგვიძლია ვთქვათ რომ ევროპიდან უფრო მეტი ტურისტი შემოდის ვიდრე არაბული ქვეყნებიდან. ბოლო 2-3 წლის მანძილზე ევროპიდან შემოსული ტურისტების რაოდენობა დიდი სისწრაფით იზრდება. ამ სფეროში  პაციენტის კმაყოფილება ყველაზე მნიშვნელოვანია. კმაყოფილი პაციენტები თვითონვე ურჩევენ სხვა ადამიანებს და შესაბამისად ამ კუთხით თურქეთზე მოთხოვნაც გაიზრდა.