გალერეა

საქართველოდან ოფიციალური დელეგაცია რიზეს ესტუმრა

აჭარის ჯანდაცვის სფერო თურქეთის გამოცდილების გაზიარებას გეგმავს.   აიდერის სამედიცინო ტურიზმის სააგენტოს ხელშეწყობით თურქეთში ჯანდაცვის სფეროს გასაცნობად და მათი გამოცდილების გასაზიარებლად საქართველოდან ოფიციალური დელეგეცია რიზეს ესტუმრა. აღნიშნული გამოცდილების გამოყენებას დელეგაცია ბათუმში დაგეგმილი საუნივერსიტეტო კლინიკაში გეგმავს. ვიზიტის მიზანი იყო თურქეთის ჯანდაცვის სისტემის, ჯანდაცვის პოლიტიკისა და საავადმყოფოების ფუნქციონერების მიმოხილვა. საკანონმდებლო და სააღმსრულებლო მიმართულებით ოფიციალური პირების გაცნობა და ჯანდაცვის სფეროში შემდგომი მჭიდრო ურთიერთ თანამშრომლობის დაგეგმვა. აიდერის სამედიცინო ტურიზმის სააგენტოს ხელშეწყობით სტუმრები სასტუმრო აიდერ ჰაშიმოღლუში განთავსდნენ. დელეგაციას ხელძღვანელობდა საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე ილია ნაკაშიძე, დელეგაციის სხვა წევრები იყვნენ